«ვუყურებ ნახატს» – გია ჯავახიშვილი; პასუხი: «სამყაროს ცეკვა» – ეკა აბულაძე


9534_n

Ekaterine Abuladze 

ვუყურებ ნახატს,

ჩარჩოში ჩაგისვამს ედემის ბაღი,
რომელსაც შეუხამე ფერები ლაღი.
რა ტკბილი ყოფილა ცოდვების დაღი!
ვცდილობ, მოვიფიქრო პასუხი საღი:

რაც გვიანდერძა ადამ და ევამ
განფინე სივრცეში, განავრცე დროში,
როგორ ჩატიე უსასრულობა
ამ ჩვენ პატარა სასრულ სამყაროში?

სამყაროს ცეკვა
გეუბნებოდი, რომ მიყვარს პროზა,
ახლა მივიღე პოეტის «პოზა».
ვკითხულობ შენს ლექსს: ცოდვების დაღი?
… ეს იყო ცხოვრება საღი და ლაღი!

ედემის ბაღი ჩარჩოა თავად,
უსასრულობა – გრძნობაა მარად.
სივრცეში განფენა, გავრცობა დროში,
არის ძიება სრულ სამყაროში.

ანდერძზე გეტყვი: გავხსენი გული,
მას შევაშველე მგრძნებარე სული.
ფერწერამ ატეხა ბგერების რეკვა,
ასე შეიქმნა «სამყაროს ცეკვა».

პასუხი გიას რჩევით გაკეთებულ შესწორებაზე
გეუბნებოდი, რომ მიყვარს პროზა,
ახლა ( კი ) მივიღე პოეტის «პოზა».

თვალი შეავლე ჩემს „პასუხს“,
მანდ მე მივენდე გულისყურს…
ინებე, გი:
შენი ხათრით წავშალე „კი“!

ეკატერინე აბულაძე.

Advertisements